რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო - მედია

ბელგოროდის რეგიონში, რუსული ბომბდამშენის მიერ ჩამოგდებული კიდევ ერთი FAB-250 მაღალი ფეთქებადი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. იტყობინება Astra ტელეგრამ არხის წყაროები. მათივე ინფორმაციით, ჭურვი სოფელ სოლოტში 18 თებერვალს აღმოაჩინეს. ხელისუფლებამ დაახლოებით 150 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინა და ბომბი ადგილზე გაანადგურა. მედია წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.


ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

„სოფელ სოლოტში, ვალუისკის ურბანულ რაიონში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯგუფმა იპოვა და გაანადგურა ასაფეთქებელი ობიექტი. არანაირი შედეგი არ მოჰყოლია,“ - წერს ის დეტალების დაკონკრეტების გარეშე.