ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა

ჯო ბაიდენმა ომისა და ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა

ბაიდენის თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე, რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები.


„ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხადოს აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში,“ - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას.

„ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად,“ - აღნიშნა ბაიდენმა.