ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით - რიში სუნაკი

„ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.


"დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა.