რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
„პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ,“ - წერს ბორის ჯონსონი X-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე კიევში ჩავიდა.