„ირწმუნე უკრაინის!“ - ამ მოწოდებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე,“ - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაცია ქართულ-უკრაინული პლატფორმაა.