ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ეროვნულ პოლიციას (NPU) და უკრაინის გენერალურ პროკურატურას (OGP) ევროკავშირის მიერ მოწოდებული 50 მანქანა გადასცა.
მანქანები დეოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო დანაშაულების გამოძიებისთვის გამოიყენება.
„ეს მანქანები აქ არის მალევე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინას მიაწოდა ნაღმების გაწმენდის თანამედროვე მანქანა. ამ აღჭურვილობით ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების აღდგენაში," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 19,9 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 18 მილიონი ევრო უზრუნველყოფილია ევროკომისიის მიერ, ხოლო 1,9 მილიონი ევრო გერმანიის მიერ. ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს კიევში იმყოფება.
სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავზე, კიევში კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერები ჩავიდნენ. კიევშია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.