გაერთიანებული სამეფო თავის ჰუმანიტარული დაფინანსებას უკრაინაში 8,5 მილიონი ფუნტით (10,8 მილიონი აშშ დოლარი), გაზრდის. შესაბამისი განცხადება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე გაკეთდა.
„უკრაინელები მამაცურად იცავენ თავიანთ მიწას რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ორი წლის ომმა ტრაგიკული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანზე უკრაინაში. ოჯახები დაშორდნენ. ქალაქები და სოფლები, სასიცოცხლო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა,” - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონის წერილობით განცხადებაში.
უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ.
უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.