ზელენსკი: მომავალი თვეები რთული იქნება, მაგრამ უკრაინას აქვს გეგმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას "რთული დრო" ექნება.

„მომავალ თვეებში გაგვიჭირდება, რადგან შეერთებულ შტატებში არსებული რყევები გავლენას ახდენს ზოგიერთ სახელმწიფოზე...მარტ-აპრილში ჩვენ სხვადასხვა ტალღის პერიოდს გავივლით: პოლიტიკურს, ფინანსურს და სხვადასხვა ზეწოლას. რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს, თუ მათ შეძლიებენ,“... აღნიშნა ზელენსკიმ.


„ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები გარდამტეხი იქნება და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება ამის შემდეგ. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ [მშვიდობის] პირველი სამიტის ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ პირველი დოკუმენტი მსოფლიოსთვის, რომელსაც შეუძლია ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს, რომელიც უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.