თეგი: რუსეთ-უკრაინა

არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ - კობახიძე

არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე.  საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დაადანაშაულეს. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

უკრაინა: რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლაივი S-300 რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან „წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გატაცებული 30-ზე მეტი ბავშვი ქვეყანაში დავაბრუნეთ

ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინას“ ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი ქვეყანაში დააბრუნა. „ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რაიდერის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას,“ - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ის არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.  

ზელენსკი: მომავალი თვეები რთული იქნება, მაგრამ უკრაინას აქვს გეგმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას "რთული დრო" ექნება. „მომავალ თვეებში გაგვიჭირდება, რადგან შეერთებულ შტატებში არსებული რყევები გავლენას ახდენს ზოგიერთ სახელმწიფოზე...მარტ-აპრილში ჩვენ სხვადასხვა ტალღის პერიოდს გავივლით: პოლიტიკურს, ფინანსურს და სხვადასხვა ზეწოლას. რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს, თუ მათ შეძლიებენ,“... აღნიშნა ზელენსკიმ. „ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები გარდამტეხი იქნება და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება ამის შემდეგ. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ [მშვიდობის] პირველი სამიტის ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ პირველი დოკუმენტი მსოფლიოსთვის, რომელსაც შეუძლია ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს, რომელიც უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.