რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. მისი თქმით, ის ლოცულობს უამრავი უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რომელიც ამ ომს შეეწირა.
„24 თებერვალს მწუხარებით გავიხსენეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი. რამდენი მსხვერპლი, დაჭრილი, ნგრევა, ტანჯვა, ცრემლი იყო ამ პერიოდში, რომელიც საშინლად გრძელი ხდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს! ეს არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ამ რეგიონს ანადგურებს, არამედ ზრდის შიშისა და სიძულვილის გლობალურ ტალღას,“ - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე.
„ვითხოვ მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.