მსოფლიო ფასების შემცირების ფონზე, კატარი გაზის მოპოვების გაზრდას გეგმავს

QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ თხევადი გაზის წარმოება, წელიწადში 16 მილიონი ტონით კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც მთლიანი წარმოების სიმძლავრის წელიწადში 142 მილიონ ტონამდე ზრდას გამოიწვევს.


როგორც Reuters-ი წერს, ფასების დაცემის მიუხედავად, გაზის ყველა მსხვილ მწარმოებელს, მათ შორის, აშშ-ს, ავსტრალიასა და რუსეთს სურს, გააგრძელოს წარმოების გაზრდა, რადგან ისინი ფსონს მოთხოვნის შემდგომ ზრდაზე დებენ და შიშობენ, რომ მათი გაზი შეიძლება, ზედმეტი იყოს ათწლეულების განმავლობაში, თუ ენერგოტრანზიცია "მწვანე" ენერგიას გააძვირებს.

კატარი თხევადი გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რომლისთვისაც კონკურენცია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა.

აზიის LNG-ის ფასები ახლახან თითქმის სამწლიან მინიმუმამდე დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივზე მაღალმა ტემპერატურამ შეამცირა მოთხოვნა. აზიური და ევროპული გაზის ფასები რეკორდულად გაიზარდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ.


ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის გაზის მიმწოდებლებმა მიწოდების ვაკუუმი შეავსეს, 2023 წელს დამკვიდრდა, როგორც LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში. მან აჯობა კატარს, თუმცა კატარის მიწოდებამ ასევე ხელი შეუწყო მოცულობის შეცვლას.ატარის განცხადება ასევე მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ახალი LNG საექსპორტო ტერმინალების განაცხადების დამტკიცება გარემოსდაცვითი მიმოხილვისთვის, რამაც გამოიწვია გაზის იმპორტიორების გაფრთხილება, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მომავალ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.