Spiegel: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების უზრუნველსაყოფად, ინდოეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

გერმანიის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთთან, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Spiegel-ის სტატიაშია ნათქვამი. სამთავრობო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში პოლიტიკური ტაბუ თითქმის არ არის. მაგალითად, ინდოეთში, საარტილერიო საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი ჯერ კიდევ ინახება - ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ტყვია.


აღსანიშნავია, რომ ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსკოვთან.

„შედეგად, ახლა მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საბრძოლო მასალის მოპოვება შუამავლების მეშვეობით,“ - ნათქვამია მასალაში.

მსგავსი გარიგებები, როგორც ამბობენ ბერლინში, შესაძლებელია არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთს დიდი რეზერვები აქვს.

ექსპერტების აზრით, ასევე არის სახელმწიფოები ბალკანეთსა და აფრიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მარაგები - ან თუნდაც შეუძლიათ საბრძოლო მასალის წარმოება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხოსეპ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ მარტის ბოლომდე უკრაინას თითქმის 170 ათას ჭურვს მიაწვდის.