ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის არმიაში გაწევრიანების უფლება კიდევ 20 ჩეხს მისცა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის 20 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა. ამის შესახებ ჩეხეთის რადიო იუწყება, წერს.

პაველმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ 56 განცხადება უარყო.

მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში მიღების განაცხადების უარყოფის მიზეზი იყო განმცხადებლების შეუსაბამობა დადგენილ კრიტერიუმებთან.


პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჩეხებისთვის კანონით აკრძალულია სამსახური უცხოურ შეიარაღებულ ძალებში. ამჟამინდელი პრეზიდენტის წინამორბედმა მილოშ ზემანმა 2022 წლის 24 თებერვლიდან ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების 132 ნებართვა გასცა.