ჩეხეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა გაზი მოიხმარა

გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარება ყველაზე დაბალი იყო 1992 წლის შემდეგ. როგორც Cesky Radio იუწყება, ასეთი მონაცემები ენერგომარეგულირებელმა გამოაქვეყნა. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 6,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით, მეათედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.


ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საყოფაცხოვრებო დანაზოგით იყო განპირობებული. გაზის ყველაზე დიდი წილი ჩეხეთში გერმანიის გავლით შევიდა. დაახლოებით 8% შეიძლება იყოს რუსული წარმოების გაზი. სააგენტომ ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც აღნიშნა. ეს დაკავშირებულია რესურსების გაძვირებასთან, რამაც ხალხში დაზოგვის სტიმულირება გამოიწვია.

პორტუგალიამ 2023 წელსრეკორდული რაოდენობის მწვანე ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიამ ასევე პირველად გამოიმუშავა ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მწვანე წყაროებიდან.