CIA რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში 12 ბაზას ინახავს – NYT

ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და უკრაინის ათწლიან თანამშრომლობაზე წერს.

სტატიაში საუბარია მიწისქვეშა ბუნკერზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში აშენდა, მას შემდეგ, რაც მის ადგილზე არსებული სამეთაურო ცენტრი დაინგრა. გამოცემის წყაროს ცნობით, აღნიშნული ბაზა თითქმის მთლიანად არის CIA-ის მიერ დაფინანსებული და ნაწილობრივ აღჭურვილი. პუნქტი უკრაინაში CIA-ს სადაზვერვო ბაზების ქსელის ნაწილია, რომელიც რუსეთის საზღვრის მიმდებარედ 12 საიდუმლო ლოკაციას მოიცავს.


CIA-ის სამომავლო მხარდაჭერაში უკრაინული მხარის დასარწმუნებლად სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი 22 თებერვალს საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, რაც ომის დაწყებიდან უკრაინაში მისი რიგით მე-10 ვიზიტია.


CIA-მ და უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) რუსული კომუნიკაციების ჩაჭრის მიზნით კიდევ ორი გასაიდუმლოებული ბაზები ააშენა, რაც 12 დანარჩენ ბაზასთან ერთად უკრაინის დაზვერვის მთავარ ქვაკუთხედს ქმნის.

New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ნდობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინა ამერიკას 2014 წელს ჩამოვარდნილი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავთან MH17 დაკავშირებით რუსების ჩართულობაზე ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა.