უკრაინამ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტომ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის პოლ ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის დროს, თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმა.

ეს არის პირველი პირდაპირი კონტრაქტი შვედურ თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიასთან. „თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უკრაინას, დააჩქაროს საკუთარი შესყიდვების სააგენტოს განვითარება და გაითვალისწინოს კოლეგების გამოცდილება მომავალ შესყიდვებში,“ ნათქვამია კომუნიკეში. გეგმა, რომელიც უკრაინულმა და შვედმა მხარეებმა თებერვლის დასაწყისში შეათანხმეს, ასევე ითვალისწინებს შვედეთის მიმდინარე შესყიდვებთან შეერთების შესაძლებლობას.


შეგახსენებთ, რომ შვედეთმა უკრაინისთვის 630 მილიონი ევროს ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.