უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია.

67 წლის შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს.


შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 10 თებერვალს გადადგა.