რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა პირველი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებად TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.


„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს,“ - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.

TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთს“. და, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.