თეგი: ბენზინი

ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა

ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა 2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა იანვრიდან მარტამდე - 251,3 ტონა. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვის მოცულობა 2021 წლის მარტთან შედარებით 17 პროცენტით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 პროცენტით გაიზარდა და 410,1 ათასი ტონა შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვებმა სამი თვის განმავლობაში 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საგილისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენზინი არ იყო ექსპორტირებული. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე. 

საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა.  2021 წლის მონაცემით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტში მოწინავე პოზიციას თურქმენეთი იკავებდა.   

ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა

ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს. 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა. ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა გასული წლის ივლისში და 2021 წლის ნოემბერში. მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი მძიმე მანქანებით, აქტიური შესყიდვების ფონზე აკრძალა.   

არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტიორებს დაიბარებს და ფასები გონივრულ ზღვარს დაუბრუნდება. მისივე თქმით, არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. „ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს დადასტურებულ საბოლოო სურათს წარმოადგენენ. ჩვენი ჩარევის შედეგად, როგორც იცით, ფასები ამ მიმართულებითაც დარეგულირდა და შემცირდა, თუმცა ახლა ჩემს წინაშეა დეკემბრის მონაცემები და ვხედავ, რომ ძალიან მაღალი მარჟებია და ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც მიუღებელია. მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს. მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა პირველი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებად TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს,“ - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა. TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთს“. და, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.