28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტი იუწყება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენა გაიმართება თემაზე: „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.“