ლიეტუვის პრემიერი: უკრაინის გამარჯვება თავისუფალი რუსეთის “აღმოცენების“ უკანასკნელი შანსია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან თავისუფალი, განსხვავებული რუსეთის „დაბადებისთვის.“ ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

სიმონიტემ განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის მეცხრე წლისთავზე გააკეთა.


„9 წლის წინ ბორის ნემცოვის მკვლელობა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხსენება იყო, რომ რუსეთში სწორი საქმის კეთებამ შეიძლება, მოგკლას ან დაგაპატიმროს, ან ორივე ერთად. პუტინის რეჟიმის სისხლიანი თითის ანაბეჭდები მთელ ამ მკვლელობასა და ბევრ სხვაზეა,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი განსხვავებული რუსეთისთვის, თავისუფალი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან - ის, რისთვისაც იბრძოდა ბორის ნემცოვი. ჩემი გზავნილი ყველას, ვინც გლოვობს ნემცოვს დღეს: დაეხმარეთ, უკრაინას გაიმარჯვოს, რა ფასიც არ უნდა იყოს," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა. 

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების კომენტირებისას, გაიხსენა, რომ ის არ არის რუსეთში პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლი.