სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO არ აპირებს უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, თუმცა ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს.

„ჩვენ უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ NATO-ს სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ასოშიეთედ პრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.