თბილისის ანძა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა

დომინიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, თბილისის ანძა ამ სახელმწიფოს დროშის ფერებში განათდა.

დომინიკის რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს.


დამოუკიდებლობის ომიდან, რომელიც 1844 წლის 27 თებერვალს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა, 180 წელი შესრულდა. ამ დღეს დომინიკის რესპუბლიკაში არაერთი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. იმართება სადღესასწაულო მარში და კოსტიუმირებული კარნავალი, რომლისთვისაც ყველა მოქალაქე საგანგებოდ ემზადება.