FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება

დასავლეთის სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება, განუცხადა Financial Times-ს თავდაცვის ევროპელმა მაღალჩინოსანმა. გამოცემის თანამოსაუბრემ არ დააკონკრეტა, თუ რომელმა ქვეყნებმა გაგზავნეს სპეცრაზმი კონფლიქტის ზონაში.


უკრაინის მხარდასაჭერად დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალში ომში NATO-ს ჯარისკაცების მონაწილეობა არ არის გამორიცხული.


როგორც მოგვიანებით ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, მაკრონი არ გულისხმობდა დასავლური ჯარების მასობრივად გაგზავნას ფრონტის ხაზზე და რომ ჯარისკაცები შეიძლება, განლაგდნენ შეზღუდული ამოცანებისთვის - ნაღმებისგან გაწმენდა, იარაღის სისტემების შენარჩუნება და შეკეთება ან რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნების საზღვრების დაცვაში დახმარება, როგორიცაა, მოლდოვა.


ბევრი ევროპელი კოლეგა საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას. ასეთი განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვედეთსა და უნგრეთში.  იმავდროულად, კრემლმა რუსეთსა და ნატოს შორის ომი "გარდაუვალი" უწოდა, თუ დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ თავიანთი ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.