რობინ დანიგანი: საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც აშშ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც შეერთებული შტატები, ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი აშშ-საქართველოს მეგობრობის გაღრმავებაა. ელჩმა აღნიშნა აშშ-ის ხელშეწყობით საქართველოში ჩატარებული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობა.


„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული.


ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხედრივარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.


აშშ-მ ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ NATO-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი,“ – განაცხადა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ პრემიერ კობახიძესთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება მისი პრიორიტეტია.

„მათ შორის, საქართველოს ევროატლატიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერით.