FT: გაჟონილი დოკუმეტები, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს ავლენს

Financial Times (FT) - ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები ასახავს რუსეთის დოქტრინას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მათ შორის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მინიმალური კრიტერიუმების ჩათვლით. FT-ს ცნობით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზედა ზღვარი იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს საჯაროდ აქვთ გაცხადებული.


როგორც გამოცრემა წერს, რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი შექმნილია ევროპისა და აზიის ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად და აქვს უფრო შეზღუდული დიაპაზონი იმ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელმაც შეიძლება, შეერთებულ შტატებს მიაღწიოს.


Financial Times-ს ცნობით, სამი ან მეტი დიდი ზედაპირული ხომალდის, სამი აეროდრომის, მისი ატომური დამრტყმელი წყალქვეშა ნავების 30% ან „ერთდროული დარტყმა მთავარ და სარეზერვო სანაპირო სამეთაურო ცენტრებზე“ ასევე ჩამოთვლილია, როგორც ბირთვული დარტყმის პოტენციურ პირობებში.


სხვა სცენარები, როცა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს არის: ბალისტიკური რაკეტების მზიდი წყალქვეშა ნავების 20%-ის განადგურება, ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ნავების 30%-ის განადგურება, სამი ან მეტი კრეიზერის განადგურება, სამი აეროდრომის განადგურება, მთავარი და სარეზერვო სამეთაურო ცენტრებზე დარტყმა.


დოკუმენტები ასევე მიუთითებს ჩინეთის მიმართ უნდობლობაზე, მოსკოვსა და პეკინს შორის მზარდი კავშირების მიუხედავად. მასალებში მითითებულია, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი ატარებდა წვრთნებს, რომელიც ჩინეთის ჰიპოთეტური თავდასხმის სცენარს ითვალისწინებდა.


კერძოდ, რუსეთის გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები ადასტურებს, რომ წვრთნების დროს ვარჯიშობდნენ მსოფლიო ძალასთან ომის საწყის ეტაპზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში.

FT-ს ცნობით, დოკუმენტები მოიცავს 29 საიდუმლო სამხედრო ფაილს, რომლებიც შედგენილია 2008-2014 წლებში და განხილულია ომის თამაშების სახის წვრთნების სცენარები და საზღვაო ოფიცრებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციები, რომლებშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპებზეა საუბარი.


FT-ს მიხედვით, მოწინააღმდეგეზე რუსეთის პოტენციური ბირთვული პასუხი იქნება სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ მათი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავების 20%-ის გაანადგურებენ.


გამოცენის ცნობით, რუსეთს აქვს სიღრმისეული ეჭვები ჩინეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი გაფორმდა და ჯერ კიდევ 2001 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პირველი ბირთული იერიშის მიტანას კრძალავს.