ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.მან მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს.


„დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად.

ვერ იქნება უფრო ძლიერი სიმბოლო და ვერ გამოვიყენებთ ამ ფულს უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა," - განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.