ბულგარეთმა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გამოუცხადა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდება მიმდინარეობს.
”უკრაინის APC-ები ჯერ კიდევ სოფიაშია. ისინი გაიგზავნება რამდენიმე დღეში,“ ამბობს თაგარევი.
დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.