უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ერთ-ერთ ქალაქზე კონტროლი აღადგინეს

მე-3 ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ განაცხადა, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში, კრასნოგორივკაზე მტერს მიაყენა დიდი დანაკარგი და აღადგინა კონტროლი დასახლებაზე.

„მტერმა შეძლო სწრაფად მოემზადებინა ხანგრძლივი თავდაცვისთვის, მაგრამ, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა და სასტიკი ბრძოლისა, ბრიგადის თავდასხმის ჯგუფებმა მტერს გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს - დაახლოებით 100 დამპყრობელი დაიღუპა ან დაიჭრა,“ - იტყობინება ბრიგადა.


ასევე აღნიშნულია, რომ რუსებმა უარი თქვეს ჩაბარებაზე, რის გამოც ისინი ლიკვიდირებულნი იყვნენ იმ შენობებში, რომლებიც მათ ხელში ჩაიგდეს.


„წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოგორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. მტრისთვის ფეხის მოკიდების საშუალების წართმევის მიზნით, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ნაწილებმა, 1-ლი და მე-2 მოიერიშე ბატალიონების სამხედროებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის ძალებისგან გასაწმენდად," - აღნიშნულია განცხადებაში.