უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34 ჩამოაგდეს
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
„დღეს 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის, მაგრამ კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით რუსებისთვის ნაცნობი დღეა. მინუს ერთი „სუ-34“ აღმოსავლეთის მიმართულებით!“ - აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი.
27 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი SU-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
21 თებერვალს გავრცელებული ცნობით, უკრაინამ ერთი კვირის განმავლობაში მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამავე დღეს გავრცელებული ცნობით, უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს.
უკრაინელებმა 17 და 19 თებერვალს ასევე ჩამოაგდეს Su-35. ამასთან, გაანადგურეს ორი A 50.