ჩეხეთის რესპუბლიკა JAS-39 Gripen-ის მებრძოლების მოდერნიზებას აპირებს. მოიერიშე თვითმფრინავები იჯარის ხელშეკრულებით, შვედეთთან დამატებითი დოკუმენტების გაფორმების საფუძველზე განახლდება, რისთვისაც ჩეხეთი დაახლოებით 43,5 მილიონ დოლარს გაიღებს.
CTK news-ის ცნობით, დოკუმენტს წლის პირველ ნახევარში მოაწერენ ხელს. ჩეხეთის საჰაერო ძალებს 14 Gripen-ი ჰყავს. მებრძოლები შვედეთიდან 2005 წელს იჯარით მიიღეს. ვადა 2027 წელს იწურება. წლიური ქირა დაახლოებით 1,7 მილიარდი კრონს შეადგენს. (დაახლოებით $75 მილიონი).