არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს.
Financial Times-ის ცნობით მილეიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზებას აპირებს.
არგენტინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან ალიანსებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, მათ შორის, აშშ, ისრაელი და უკრაინა.