დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს. Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, სავარაუდოდ, 8 მარტს შედგება.
ვაშინგტონში უნგრეთის საელჩომ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.