ამერიკული IT კომპანია Veeam Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს.
Forbes-ის რეიტინგით, ორივე ბიზნესმენი 2017 წლიდან 2021 წლამდე "რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენთა" სიაში შედიოდა.
გამოცემის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კვიპროსის მოქალაქეობას, მაგრამ დიდი ხანია, ბარონოვი შვეიცარიაში, ტიმაშევი კი, აშშ-ში ცხოვრობს.
„მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც იტაცებენ ბავშვებს, აუპატიურებენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას და თითქმის განურჩევლად, ყოველდღიურად ისვრიან ათასობით რაკეტას, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს," - წერდა ბარონოვი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მილიონობით დოლარი შესწირა ავტორიტეტულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და ამ საქმეს კვლავაც გააგრძელებს.