ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის შეიარაღებას უნდა მოხმარდეს. ვალტონენის თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ. თუმცა მინისტრმა გაიხსენა, რომ საუბარია საკმაოდ რთულ სამართლებრივ საკითხზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.