დანიამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით, $1,4 მილიონს გამოყოფს

დანია უკრაინის აღდგენის საქმეში დანი-უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის მხარდასაჭერად, დამატებით 10 მილიონ დანიურ კრონს (დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. კერძოდ, დაფინანსება უკრაინის აღდგენისა და დანიისა და უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება.


დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაფინანსება ორჰუსისა და კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტებსა და უკრაინის ქალაქებს - ლვოვს, კიევსა და მიკოლაივს შორის თანამშრომლობის დაფინანსებას მოხმარდება.

დანიამ 2023 წელს, მიკოლაივის ოლქის რეკონსტრუქციისთსვის 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.