ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს - სამინისტრო

ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

საუბარია მათ შორის სამხედრო და სამთავრობო დოკუმენტებზე.


ციფრული მონაცემების ექსპერტების შეფასებით, ტაივანი კიბერშეტევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

როგორც France24 წერს, ზოგიერთი ვარაუდით, ტაივანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯგუფებისთვის არის დამახასიათებელი.

„ამ საქმის თავდაპირველი ანალიზი აჩვენებს, რომ ჰაკერებმა მიიღეს სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის, დოკუმენტები შეიარაღებული ძალებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სანაპირო დაცვისა და სხვა დანაყოფებიდან,“ - განუცხადა თავდაცვის სამინისტრომ AFP-ს.