თეგი: ჰაკერები

პრორუსული ჰაკერების ჯგუფმა, აშშ-ში, სამთავრობო ვებგვერდის გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო

კოლორადოში, კენტუკში, მისისიპსა და სხვა შტატებში, მთავრობების ვებგვერდზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანმა ჰაკერებმა აიღეს. კენტუკის საარჩევნო საბჭოს ვებგვერდი, რომელიც ხმის მიცემის თაობაზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, დროებით გაითიშა, მაგრამ გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია ეს შეფერხება. საარჩევნო საბჭოს ვებგვერდს ასევე მართავს კენტუკის მთავრობა, თუმცა ჰაკერებს საბჭო კონკრეტულ სამიზნედ არ დაუსახელებიათ. ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ვებგვერდის გათიშვაზე, ცნობილია როგორც Killnet-ი. მან თავისი საქმიანობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც თებერვალში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „აღნიშნული, პოლიტიკურად მოტივირებული ჰაკერები მხარს უჭერენ კრემლს, მაგრამ მთავრობასთან მათი კავშირების შესახებ უცნობია“, - წერს CNN.  

ავსტრალია აცხადებს, რომ რუსმა ჰაკერებმა მასიური კიბერშეტევა განახორციელეს

ავსტრალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მასიური კიბერშეტევა რუსულ ჰაკერების მიერ არის განხორციელებული. ფედერალური პოლიციის კომისარმა, რის კერშოუმ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მილიონობით ავსტრალიელზე და დააზიანოს მნიშვნელოვანი ავსტრალიური ბიზნესი. „ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებელი პირები რუსეთში არიან”, - განაცხადა კერშოვმა და დაამატა, რომ ზოგიერთი აფილირებული პირი/კომპანია ასევე შეიძლება, იყოს სხვა ქვეყნებში. თუმცა, პოლიციის კომისარმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა. მასიური ჰაკერული შეტევა ავსტრალიურ სადაზღვევო კომპანიაზე 10 ნოემბერს განხორციელდა.

ჰაკერებმა Twitter-ის 200 მლნ-ზე მეტი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს - Reuters

ჰაკერებმა Twitter-ის 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოიპარეს და ჰაკერების ონლაინ ფორუმზე გამოაქვეყნეს. Reuter-ის ცნობით, ამის შესახებ უსაფრთხოების მკვლევარმა განუცხადა. ალან გალის თქმით, ამ დარღვევამ შეიძლება, მრავალი ასეთი თავდასხმა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება გამოიწვიოს. „თავდასხმა შესაძლოა, ჯერ კიდევ 2021 წელს მომხდარიყო, ვიდრე ილონ მასკი კომპანიის მფლობელი გახდებოდა, - წერს Reuters-ი.    

რუსი ჰაკერები, გერმანიის რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდს თავს დაესხნენ

რუსი ჰაკერები, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების გადაცემის ფონზე, რამდენიმე გერმანულ ვებგვერდს თავს დაესხნენ. ინფორმაციული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური ოფისის (BSI) თანახმად, ეს იყო ეგრეთ წოდებული განაწილებული DDoS შეტევები (მომსახურების დისტრიბუციული უარი), რომლებმაც გავლენა მოახდინა ფედერალური მთავრობისა და ჰამბურგის აეროპორტის ვებგვერდებზე. „ზოგიერთი ვებგვერდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსმა ჰაკერებმა შეტევა ევროპარლამენტის ვებგვერდზე განახორციელეს.  გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

ჰაკერული ინსტრუმენტის გაყიდვაში ბრალდებული რუსი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს, აშშ-შია ექსტრადირებული - CNN

28 წლის რუსი მამაკაცი, რომელსაც ჰაკერული ინსტრუმენტების შემუშავება და გაყიდვა ედება ბრალად, საქართველოში დააკავეს, ის უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში. ამის შესახებ CNN იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. პროკურორების თქმით, კიბერკრიმინალებს თაღლითური სქემების განხორციელებს საშუალება მიეცათ. საუბარია უკანონო გაყიდვებიდან 350 000 დოლარზე  მეტის გამომუშავებაზე. ოქტომბერში, საქართველოში დაკავების შემდეგ, პანკოვი პირველად, მიმდინარე კვირაში, სამშაბათს წარსდგა ფედერალურ სასამართლოში. ჰაკერული ინსტრუმენტი, რომლის შემუშავებაშიც პანკოვს ედება ბრალი, ცნობილია როგორც "NLBrute".    

ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს - სამინისტრო

ჰაკერებმა ტაივანის სატელეკომუნიკაციო გიგანტისგან "სენსიტიური" მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. საუბარია მათ შორის სამხედრო და სამთავრობო დოკუმენტებზე. ციფრული მონაცემების ექსპერტების შეფასებით, ტაივანი კიბერშეტევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. როგორც France24 წერს, ზოგიერთი ვარაუდით, ტაივანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯგუფებისთვის არის დამახასიათებელი. „ამ საქმის თავდაპირველი ანალიზი აჩვენებს, რომ ჰაკერებმა მიიღეს სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის, დოკუმენტები შეიარაღებული ძალებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სანაპირო დაცვისა და სხვა დანაყოფებიდან,“ - განუცხადა თავდაცვის სამინისტრომ AFP-ს.