კანადა მზადაა, უკრაინული ჯარისკაცების გასაწვრთნელად, ქვეყანაში სამხედროები გაგზავნოს

კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი განთავსდება ფრონტის ხაზის მოშორებით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა.


მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. მინისტრის თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში - ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა.