არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი ვერტმფრენი გადასცა. იტყობინება Financial Times-ი. გამოცენის ცნობით, მილეი უპირატესობას ანიჭებს ალიანსებს "ქვეყნებთან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას", მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, რომელსაც ის ამ თვის დასაწყისში ეწვია და უკრაინას, რომელსაც მან ორი სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა.
Financial Times არ აკონკრეტებს, რომელი ვერტმფრენები გადაეცა უკრაინას, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინა აპირებდა უკრაინაში ორი მრავალფუნქციური Mi-171E-ის ტიპის შვეულმფრენის გაგზავნას, რომლებიც ადრე რუსეთისგან შეიძინეს.
რა არის ცნობილი Mi-171E-ის შესახებ
მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E არის Mi-8 ვერტმფრენის განახლებული მოდიფიკაცია. ფრენის დიაპაზონი 850 კმ-ია.