ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა.
„რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა,“ - განაცხადა ოლეგ კიპერმა.
ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.