თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხს გამოეყოს.
„ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, დაიწყოს დიალოგი ცეცხლის შეწყვეტისთვის," წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში.