რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოართმევენ. ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურმა განაცხადა.


რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონის მიმართულებით ან ლიეტუვის გავლით, ამ მოთხოვნას არ დაექვემდებარებიან, განმარტეს საბაჟო სამსახურში.


თუმცა, ასეთი ტრანზიტი არ შეიძლება, 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს და მას მანქანას მფლობელი უნდა ახლდეს, აღნიშნეს დეპარტამენტში. მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მანქანა ლიეტუვის ტერიტორიაზე არ დაიშვება.


ვილნიუსი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში.

2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემოსვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს ღონისძიება რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების შემდგომი განმარტების შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.