პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს.


„პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ,“ - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.