ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ათენი-ქუთაისის რეისის ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ რეისის დაჯდომის ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას,“ - ნათქვამია საქაერონავიგაციის ინფორმაციაში.