დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 38 დრონი გაანადგურა.
თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად "სერგეი კოტოვი" ჩაიძირა.
„ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია," - აცხადებს დაზვერვის სააგენტო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია უკრაინის საზღვაო ძალებთან და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.