პრემიერი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო რეიტინგებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ -18 % აქვს, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ არის, „ქართული ოცნება“ კი, საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.

 ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა უნდა მიიღოს.


„ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას. შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.


ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას -18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს,” - განაცხადა კობახიძემ.