პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო სამსახურებში რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, იმისთვის, რომ მათ შორის მოხდეს კორუფციის პრევენცია.
„ერთი რამე არის მთავარი, ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის იმისათვის, რომ, მათ შორის, მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ცდუნება, ადამიანი არის მიდრეკილია ხომ ცდუნებისკენ?
იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის, პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის,“ განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.