თურქეთმა თავისი ნავთობის მთავარი ტერმინალი რუსეთისთვის დახურა

რუსული ნავთობკომპანიები თურქეთის ბაზარზე პრობლემების ახალ ტალღას განიცდიან შეერთებული შტატების მზარდი ზეწოლის გამო, რომელმაც სანქციები დააწესა ათობით "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერის წინააღმდეგ და დაბლოკა გადახდები თურქული, ჩინური და არაბული ბანკების მეშვეობით.


Reuters-ის ცნობით, თურქეთის მთავარმა გადაზიდვის ტერმინალმა Dörtyol, რომელიც ვეყნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რუსული ნავთობის მიღებაზე უარი თქვა.