აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაძლიერებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და ყაზახეთის KazMunayGaz-ს შორის, რათა წამოიწყონ კონკრეტული ქმედებები აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის დივერსიფიცირებული ტრანზიტისთვის. ეს მოიცავს BTC შეთანხმების შესრულებას ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ და ამ რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.